„ნოდარ ხადური ლარის კურსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალებას ეცადა“

  „ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წელსაც პრობლემებია, მილიარდ ოთხას მილიონზე მეტი ბოლო თვეს დასახარჯია. ეს უშლის ხელს იმას რომ ლარმა თავის პოზიციები შეინარჩუნოს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ გააკეთა.
ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ნაჭყებიამ დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პასუხისმგებლობის აცილების გამო გააკრიტიკა. მანანა ნაჭყებიას თქმით, ხელისუფლება ლარის კურსთან მიმართებაში ცდილობს სხვაგან ეძებოს დამნაშავე და თავის თავზე არ აიღოს დანაშაული.
„ ეკონომიკაში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. მე ვფიქრობ რომ ფინანსთა მინისტრმა ამ ეტაპზე კარგად ვერ წარმოაჩინა თავი. შესაძლოა ნოდარ ხადური არ არის ცუდი პროფესიონალი მაგრამ მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა. მან არ დაიჭირა სწორი პოზიცია როდესაც თავის თავში ბრალეულობა და ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობა ვერ დაინახა იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ლარის კურსთან ვარდნაზე ხდება და სხვებისთვის გადაბრალებას ეცადა. უკვე მეორე წელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უქმნის პრობლემას ლარს. ეს უნდა გახდეს დასკვნების მიღების საფუძველი და გაანალიზდეს რომელ სამინისტროებში ხდება ჩამორჩენები, სად ვერ ითვისებენ დროულად ბიუჯეტს. ხელისუფლება ლარის კურსთან მიმართებაში ცდილობს სხვაგან ეძებოს დამნაშავე და თავის თავზე არ აიღოს დანაშაული. ამის მიზეზი გახდა როგორც გარე ასევე შიდა ფაქტორები. ხელისუფლებამ სწორედ ეს შიდა ფაქტორები უნდა გაანალიზოს“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები