თინა ხიდაშელი: ჯანყარაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით ბოლო მოუღო სპეკულაციებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი ზვიად ჯანყარაშვილის “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ეხმაურება.
ხიდაშელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჯანყარაშვილმა ბოლო მოუღო იმ სპეკულაციებს, რაც პრემიერთან მისი ნათესაური კავშირის გამო იყო გამოწვეული.
„ჩემი ინფორმაციით, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, გამომდინარე იმ უამრავი ჭორ-მართლისგან, ჭორაობისგან, რაც მუდმივად იყო მედიაში. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ბოლო მოუღოს ყველა ამ სპეკულაციას და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან რაიმე ტიპის საჯარო თანამდებობაზე აღარ იქნება“, – განაცხადა ხიდაშლმა.
ზვიად ჯანყარაშვილმა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის პოსტი დღეს დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ნათესაური კავშირის გამო სხვადასხვა სახის ინფორმაციების გავრცელება გახდა. აღნიშნულის გამო, ჯანყარაშვილის გადაწყვეტილებით, იგი საჯარო სექტორში აღარ იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები