ჩიქოვანი აშშ-ს რეზოლუციაზე: პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, თავის შედეგს მიაღწევს

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კონგრესი იღებს ასეთ რეზოლუციას – ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ძალისხმევის კონცენტრირება, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს. “ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კონგრესი იღებს ასეთ რეზოლუციას, ვინაიდან აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ძალისხმევა იქნას კონცენტრირებული იმაზე, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, თავის შედეგს მიაღწევს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ- ს კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს და აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ. აშშ-ს კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები