ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტისა და “რესპუბლიკელების” საკანონმდებლო ინიციატივაზე იხუმრა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტისა და “რესპუბლიკელების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ხუმრობით გამოეხმაურა.
ივანიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკელებისა” და პრეზიდენტის აქტიურობით საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ჩავარდნა ანაზღაურდა.
“ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. “ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, “ნაციონალები” კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამით ცხოვრობდა საქართველო. დღეს “რესპუბლიკელების” და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ.