ჯეიმს აპატურაი: მივესალმებით ტემპს, რომლითაც საქართველო ნატოს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებისთვის მუშაობს
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ნატოს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებისთვის საქართველოს მუშაობის ოპერატიულობას და სწრაფ ტემპს მიესალმება, – ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, დავით ბაქრაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, თანამშრომლობა ნაყოფიერად მიდის როგორც საქართველოს, ასევე ნატოს მხრიდან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ზუსტი დეტალები, მათ შორის, რაზე იქნება კონცენტრირებული ტრენინგები, რა დანაყოფები და რა მოცულობის იქნება.
“აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს საშუალებას მისცემს საბოლოოდ განსაზღვროს ადგილმდებარეობა, სად განთავდება სასწავლო ცენტრი და, როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ვარიანტი არსებობს”, – განაცხადა აპატურაიმ.