პარლამენტში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მატების შესახებ იმსჯელებენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახალი წლიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მომატებასთან დაკავშირულ კანონპროექტზე იმსჯელებს. პარლამენტში საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსში შესატან სიახლეებს დღეს განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 15 თეთრით იზრდება, უფილტროზე კი – 5 თეთრით. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, ყველა ის საკითხი, რაზეც დღეს უნდა იმსჯელონ, მომავალი წლის ბიუჯეტის თანამდევი კანონებია.
“ეს არის 2015 წლის ბიუჯეტის თანამდევი კანონებია, მათ შორის საბიუჯეტო კოდექსში და სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებები. მოგეხსენებათ, იქ არის აქციზის თემა, იქ არის 2005 წლამდე და მერე 2009 წლამდე გარკვეული ვალდებულებების ჩამოწერა. ასევე სალარო აპარატზე დაჯარიმებულებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები”, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
კოდექსში ცვლილება ასევე ითვალისწინებს 2013 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ჩამოწერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები