დაინიშნებიან თუ არა სააკაშვილ-ადეიშვილი თანამდებობებზე – კვიტაშვილის კომენტარი
ალექსანდრე კვიტაშვილი ადასტურებს, რომ პოროშენკოს ადმინისტრაციას ჰქონდა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი ადეიშვილის მომავალ თანამდებობას ვერ აკონკრეტებს.
“ადეიშვილზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი ვინ რას ელაპარაკება მას, ყოველ შემთხვევაში ამ კაბინეტში არ არის ის. ამ კაბინეტშია არის ეკა ზღულაძე, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილეა. რაც შეეხება სააკაშვილს, ვიცი, რომ მასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა. ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე იყო საუბარი, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით რა თანამდებობაზეა ლაპარაკი”, – აცხადებს ალექსანდრე კვიტაშვილი.