ჯეიმს აპატურაი თბილისში მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს დღეს, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. როგორც აპატურაიმ ბრიუსელში ქართველ ჟუნრალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დეტალური განხილვა გაიმართება იმ შესაძლებლობებისა და ახალი ვალდებულებების შესახებ, რაც საქართველომ თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აიღო. “ვიზიტის ფარგლებში შევხვდები საქართველოს მთავრობის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე იგეგმება შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთანაც“, – აღნიშნა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები