ზაქარია ქუცნაშვილს ალექსანდრე კვიტაშვილის რეფორმები არ ახსენდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების არ ესმის. როგორც დეპუტატმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის რეფორმები არ ახსოვს. დეპუტატის თქმით, ექსპრეზიდენტიც ცდილობდა, “თავისი თავი წარმოეჩინა როგორც დიდი მოთხოვნადი პოლიტიკოსი”.
ქუცნაშვილს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების არ ესმის და ამბობს, რომ უკრაინიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი რომ საქართველოს მთავრობაში დაენიშნათ მაღალ თანამდებობაზე, არც უკრაინელებს “მოეწონებოდათ”.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, მას არ ესმის ასევე კვიტაშვილის ან ეკა ზღულაძის უკრაინის მთავრობაში დანიშვნის გადაწყვეტილების. მას კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრობისას მისი განხორციელებული რეფორმები არ ახსოვს.
“ორი ქათამი რომ ჰყავდა გლეხს და ორი ძროხა, ის ითვლებოდა მდიდრად და ეს იყო მისი წარმატება,” – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები