რიჩარდ ნორლანდი: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ვაგზავნით
აშშ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესს აკვირდება. საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საელჩოს საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები აქვს და ინფორმაციას ვაშინგტონში აგზავნის.
“ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ისევე, როგორც სხვები. დავაკვირდებით დღეს და ხვალ. საქართველოს მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში. ამასთან დაკავშირებით უფრო მიზანშეწონილი იქნება პასუხის გაცემა მაშინ, როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა დღეს იგეგმება.