“ბატონო სურკოვ, შეჩერდით“ – სოხუმში რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას აპრტესტებენ

რუსეთ-აფხაზეთს თანამშრომლების გაფორმებამდე სოხუმში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბა. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან დღეს გასაფორმებელ ხელშეკრულებას აპროტესტებენ. აქციაში ომი დროს დაღუპულთა მშობლები მონაწილეობდნენ. შეკრების ორგანიზატორია ორგანიზაცია „ქალები პოლიტიკაში“. „ჩვენ ვართ რუსეთთან და არა რუსეთში“, „ბატონო სურკოვ, შეჩერდით“, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფასი ჩვენი შვილების სიცოცხლეა“, – ამ შინაარსის პლაკატებით აქტივისტებმა პოზიციები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ნაჩქარევი შეთანხმება აფხაზეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები