“აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი”: აფხაზები ვიბრძოლებთ ისევე, როგორც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ

საქართველო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთს, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსმა თამაზ ქუჩუბერიამ რუსეთ-დეფაქტო აფხაზეთის შეთანხმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისი შეფასებით, აფხაზეთი 5 მილიარდ რუბლად იყიდება. „ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ აფხაზები, როგორც ნაცია აღარ იარსებებს, აღარ იარსებებს ჩვენი დამოუკიდებლობა. რაც შეეხება საქართველოს, ის საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთს. დღეს 5 მილიარდ რუბლად იყიდება აფხაზეთი. ეს არის სრული ანექსია. ჩვენ, აფხაზები ვიბრძოლებთ ისევე, როგორც უკრაინა იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა თამაზ ქუჩუბერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები