სოხუმში რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები მიტინგს ერთდროულად გამართავენ

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით დღეს სოხუმში ორი მიტინგი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ამცახარას” წარმომადგენლები სოხუმის მთავარ მოედანზე შეიკრიბებიან და საზოგადოებას ხელშეკრულების გაფორმების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ხელშეკრულების მხარდასაჭერ მიტინგს გამართავს პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც დღეს მოსახლეობას თხოვნით მიმართა, მხარდაჭერა გამოხატონ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. ორივე მიტინგი ერთსა და იმავე დროს 11:00 საათზე დაიწყება.
კრემლის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინის მიწვევით სოჭში ჩავა, სადაც აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერება ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები