რაულ ხაჯიმბა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

  დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს – ჰერბერტ ზალბერს, ანჯელო გნედინგერს და ჟენევის დისკუსიებზე გაეროს პოლიტიკურ მრჩეველს ჰაილუ მამოს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.
შეხვედრაზე მოლაპარაკების მონაწილეებმა დე ფაქტო ლიდერი გააფრთხილეს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის, შესაძლოა, ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობას ხელი შეუშალოს.
ხაჯიმბას განცხადებით, ამ კუთხით შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. მისი თქმით, აფხაზური მხარე საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან და აფხაზეთის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით არის დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 9-10 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები