დეფაქტო აფხაზეთის მთავრობამ რუსეთთან შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციაში მომზადებული „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულება მიიღო.
„აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა სამინისტროებთან შეთანხმებული რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის და სტრატეგიული პატრნიორობის ხელსეკრულების პროექტი. აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხელი მოაწეროს დოკუმენტს”, – ნათქვამია თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის შემუშავებული ხელშეკრულების პროექტი „თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ“ მიიღო, რომელთა ზოგიერთი პუნქტიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან წინააღმდეობაში მოდიოდა, ამიტომ რუსეთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულების აფხაზური რედაქციის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ხელეკრულების პროექტი შეთანხმდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის მეცნიერებათა და ახალგაზრდული პოლიტიკის, და სხვა სამინისტროებთან – ნათქვამია სააგენტო „რია-ნოვოსტის“ გავრცლებულ ინფორმაციაში.
ოთხშაბათს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ხელშეკრულების პროექტი განიხილეს. „მთავრობის წევრებმა აფხაზეთსა და რუსეთში შორის ხელშეკრულების პროექტი დაამტკიცეს. დოკუმენტს საფუძვლად დაედო სამინისტროებთან შეთანხმებული წინადადებები“ – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში. „შეთანხმების პროექტი აფხაზეთის სახალხო კრების (პარლამენტი) და რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად, აგრეთვე საზოგადოების შენიშვნების გათვალისწინებით შემუშავდა. დოკუმენტის შედგენისას რუსეთის ფედერაციის მხარის გაკეთებული ზოგიერთი შენიშვნაც იქნა გათვალისწინებული“ – დაუზუსტა ინფორმაცია სააგენტო „რია ნოვოსტს“ ანონიმურმა წყარომ მინისტრთა კაბინეტიდან.