კასპის რაიონიდან გატაცებული მამაკაცის საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო
სოფელ საკორინთლოსთან რუსმა სამხედროებმა 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ანანიაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული და მიმდინარეობს სათანადო მუშაობა. ანანიაშვილის კონკრეტული ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე თვის განმავლობაში კასპის რაიონიდან რუსი სამხედროების მიერ აღნიშნული ბრალდებით დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.