სომხეთში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

8 მაისს, სომხეთში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

კამპანია 5 ივნისამდე გაგრძელდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 19 პოლიტიკური ძალა დაარეგისტრირა, მათ შორის 17 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.

პოლიტიკური ძალები კამპანიას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები