გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის, ვეკუას, გობრონიძისა და სარაჯიშვილის ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გეგმიური მორეცხვის სამუშაოები ჩაატარეს
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის, ვეკუას, გობრონიძისა და სარაჯიშვილის ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გეგმიური მორეცხვის სამუშაოები ჩაატარეს. ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.
“სპეციალური ტექნიკის საშუალებით სრულად მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები.
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში რეგულარულად ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.