სოფელ ჰერეთისკართან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები