ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევში იმყოფება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.

კალასი უკრაინაში რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფება. ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში და ბუჩას ტრაგედიისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დელეგაციას კიევის ცენტრალურ სადგურზე დახვდა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში, ძვირფასო ევროპელო მეგობრებო“, – წერს სიბიგა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელებას, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები