უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

“სუსმა უფლებადამცველების დევნა განაახლა!

გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? მოსკოვის მექანიზმი როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ”,- წერს ნანუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები