თურქეთსა და ისრაელს შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ალბათობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობის მიუხედავად, მინიმალურია.
ეს მოსაზრება რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, იასარ გიულერმა გამოთქვა.
„საერთო ჯამში, ამჟამად პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ალბათობას ძალიან მცირედად მივიჩნევთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი შესაბამისი უწყებები ჩართავენ კომუნიკაციისა და კოორდინაციის არხებს, რათა შემცირდეს ადგილზე გაუგებრობებისა და შემთხვევითი შეტაკებების რისკი“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც გიულერმა აღნიშნა, ანკარა მიიჩნევს, რომ ისრაელის ქმედებები ღაზას სექტორში და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საზიანოა.
“ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე. ეს გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა უთანხმოება სირიის მომავალთან, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგორესურსებთან, დავები პასუხისმგებლობის საზღვაო ზონებთან და რეგიონულ ალიანსებთან დაკავშირებით“, – დასძინა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.