ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან მიურიელ ბაუზერთან, – ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, მერმა მას ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.
„ხაზი გაესვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების როლსა და მნიშვნელობას ვაშინგტონის საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე აშშ-ში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.