დავით ქართველიშვილი – ფეისბუკ გვერდზე “დედამიწის გარშემო”: ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩანან – იმის ნაცვლად, რომ ამაყობდნენ, საკუთარი ქვეყნის ლეგენდებზე გაღიზიანებული ხალხია, ამიტომაც არიან სასირცხვილო, გამარგინალებულ უმცირესობაში
“ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩანან – ეს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტია,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, ფეისბუკ გვერდ “დედამიწის გარშემოს” მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ წერს.
მისი თქმით, უსამშობლოთა გვერდის პათოსი განსხვავებულია და ცდილობენ, საკუთარი ქვეყნის ლეგენდების შესახებაც კი ნეგატიური პიარი აწარმოონ, სწორედ ამიტომ, ისინი გამარგინალებული უმცირესობა არიან.
“ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩანან – ეს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტია. უსამშობლოთა გვერდის პათოსი განსხვავებულია – ცდილობს აქედანაც კი ნეგატიური პიარი აწარმოოს…
აკაცუკები აჰაჰავებენ, ძირითადად შეუმდგარი, ცხოვრებაზე გაბრაზებული ხალხი!..
ვინმემ დამისახელოს მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, რომლის პარლამენტის სპორტის კომიტეტის შემადგენლობაში ამ მასშტაბის სპორტსმენები არიან! იმის ნაცვლად, რომ ამაყობდნენ, ავადმყოფურად და თავხედურად მავნებლები, შურიანები და სამშობლოზე გაბოროტებულები, საკუთარი ქვეყნის ლეგენდებზე, მისი დროშის ყველაზე ამაყად აღმმართველ ადამიანებზე გაღიზიანებული ხალხია, ამიტომაც არიან სასირცხვილო, გამარგინალებულ უმცირესობაში!” – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.