პრემიერი: 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, რაც ადასტურებს, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის, ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მაქსიმალური ინვესტიციის ჩადებას დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში

მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის – 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი საფრთხეები რეალურად არ არსებობს და ესეც არის სპეკულაციები.

„ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების აღდგენას და მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რაც შეეხება ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პორტებს, აეროპორტებს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ეს ეფუძნება დადებით მოლოდინებს ტრანზიტის მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით. მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის – 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში. ასეთ პირობებში, ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურით მაქსიმალურად შევძლოთ დავეწიოთ ამ მზარდ ტვირთბრუნვას. ასეთი ზრდის პირობებში ალტერნატიული კორიდორი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შემავსებელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქციისთვის. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მაქსიმალური ინვესტიციის ჩადებას ჩვენი ამ ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები