ვახტანგ თოფურია: ე.წ. ლიბერალური „სამოქალაქო საზოგადოება“ აშანტაჟებდა ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგზე საუბარს გაბედავდა; ახლა ევროკავშირი მიხვდა, რომ ომის დასრულება რუსებთან მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროპა შიშობს, აშშ რუსეთთან მათთან თანხმობის გარეშე შეთანხმებას გააფორმებს.

„წლების განმავლობაში, ბრიუსელის კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. ლიბერალური „სამოქალაქო საზოგადოება“ აშანტაჟებდა ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგზე ისაუბრებდა.
ახლა კი ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იმყოფება და რომ ომი ვერ დასრულდება რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე”, – წერს ვახტანგ თოფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები