საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა დამაიმედებელ ტენდენციას ინარჩუნებს.
დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია და პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს.
“ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან და ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს, საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება. ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, 4% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით არის შემცირებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები არის მიზნობრივი 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი. მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც ყველაზე მერყევ სურსათის ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობის, 1.6%-ია. ასევე, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ არის”, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, თამთა სოფრომაძე.