ვიაჩისლავ ჩირიკბა: აფხაზეთი აღიარების საკითხზე ახლა აფრიკის ქვეყნებთანაც მუშაობს

 

   ოკუპირებული აფხაზეთი აღიარების საკითხზე ახლა არა მხოლოდ ლათინური ამერიკის, არამედ აფრიკის ქვეყნებთანაც მუშაობს , – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 წელზე მეტია აწარმოებს დიალოგს აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან. ლათინური ამერიკის ქვეყნებზე საუბრისას ჩირიკბამ განაცხადა, რომ იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთანაც კონტაქტები დამყარდება.
“აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესში, გარკვეულწილად, სტაგნაციაა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან გაძლიერებული წინააღმდეგობისა და ზეწოლის ფონზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომელთაც აფხაზეთის აღიარება სურთ, ადგილი აქვს შანტაჟსა და მუქარას”, – აღნიშნა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერის გარეშე “აფხაზურ დიპლომატიას” პირდაპირ აფრიკის ქვეყნების ხელისუფლებებთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა გაუჭირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები