”საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან” – პაპუაშვილი

“რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, რა არის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდონარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა.

„ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ნორმალიზების გზა ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრენი ვართ და ამის წინაპირობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები