დე ფაქტო აფხაზეთი: რუსეთთან შეთანხმების გაფორმება საქართველოს აგრესიული პოლიტიკითაა განპირობებული

  რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა საქართველოს აგრესიული პოლიტიკითაა განპირობებული. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ შეთანხმების პროექტი განსახილველად პარლამენტს გადასცა.
„უსაფრთხოება აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის სამხრეთ ფლანგზე ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ ერთობლივად აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან საქართველო ნატოში შესავლას აპირებს და აშშ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად ლობირებს. ნატოს ბევრი ჩინოვნიკი საქართველოში ჩადის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენ მათი შინაარსი არ ვიცით, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ნატოში გაწევრიანებისთვის საკუთარ სტრუქტურას და პირად შემადგებლობას ამზადებენ“, – განაცხადა ჩირიკბამ.
ჩირიკბას აზრით, ეს „აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე იქნება და აქ მხარეების ინტერესები სრულად ემთხვევა ერთმანეთს“. „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, ამით აიხსნება ახალი შეთანხმების გაფორმება. „თუ საქართველო მშვიდობის მოყვარული ქვეყანა იქნებოდა, ასეთი ვრცელმასშტაბიანი შეთანხმებების საჭიროება არ იქნებოდა“, – აღნიშნა ჩირიკბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები