მათიკაშვილი – Eagle Hills-ის პროექტზე: მილიარდობით ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდება

“უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ქმნის ეკონომიკური წინსვლისა და აღმშენებლობის დამატებით მნიშვნელოვან გარანტიებს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პროექტის ფარგლებში, საქართველო მილიარდობით ლარის შემოსავალს მიიღებს.

„სწორედ ეს არ მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მტრებს, არ მოსწონთ ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მისი ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება. ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის, საზოგადოების მოტყუების. სინამდვილეში არანაირი ორი არაბული დასახლება არ შენდება ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება, როგორც პრემიერმა განაცხადა, 2 ლამაზი ევროპული ტიპის ქართული დასახლება, სადაც დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები 20 000-ზე მეტი დროებითი და 8.000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილით. მილიარდობით ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Eagle Hills სამშენებლო სამუშაოებს კრწანისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები