მარტვილის მერმა ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
თორნიკე ჯანაშიამ მისი მერობის პერიოდში მარტვილის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია და საქმიანობის ანგარიში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე ჯანაშიამ მარტვილელებს გააცნო ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები: ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით.
ანგარიშის პრეზენტაციას – სამეგრელო – ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, მარტვილის საპატიო მოქალაქეები, მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.