საქართველომ რუსეთს აგრესიული პოლიტიკა გამოუცხადა – ოსური მედია

სააკაშვილის შემდეგ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შესახებ პირველად განაცხადა, – ამის შესახებ დე ფაქტო ცხინვალის გამოცემა „ოსინფორმი“ წერს. სააგენტოს მოსაზრებით, ჯერ-ჯერობით მსგავსი ეპითეტი „ეგრედ წოდებული „დიპლომატიური ძალისხმევის“ დახასიათებაშია გამოყენებული, თუმცა ის კონცენტრირებულ კონფლიქტურობას უკვე გულისხმობს“. „ოსინფორმის“ ინფორმაციითვე, ეს „კონფლიქტურობა“ თბილისმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალ შეთანხმებაზე რეაქციისთვის გამოიყენა. ოსური ინტერნეტგამოცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ციტატას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მათივე ინფორმაციით, ალასანიამ განაცხადა, რომ „საქართველო საერთაშორისო არენაზე აგრესიული ნაბიჯების გადადგომას იწყებს“. „მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ საუბარია პროაქტიურ, ანუ დასწრებაზე მომუშავე პოლიტიკაზე“, – წერს „ოსინფორმი“. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფანჯიკიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც საქართველო დადგა. „ოსინფორმი“ წერს, რომ საქართველო არავის გამოუწვევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები