დავით მათიკაშვილი – 4 ოქტომბრის აქციაზე: დანაშაულის ჩადენის ინდულგენცია პროფესია და ასაკი ვერ იქნება

„დანაშაულის ჩადენის ინდულგენცია პროფესია და ასაკი ვერ იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობას თუკი გადაწყვეტ, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო.

„პროფესია და ასაკი დანაშაულის ჩადენის ინდულგენცია
ვერ იქნება. პასაჟია, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ვიღაცას რაღაც სჭირს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია იმისკენ, რომ ჯანმრთელობის კუთხით დაეხმაროს ყველას – დამნაშავეს თუ არადამნაშავეს, მაგრამ ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის. ჩადენილი დანაშაულისთვის, ძალადობისთვის, კარგად ცნობილი სცენარისთვის, ძალადობისა და საქართველოს დამხობისთვის პასუხი ყველას მოეთხოვება. თუკი გადაწყვეტ, რომ გქონდეს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები