ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს 11 წლით, მეგის ქარდავას კი 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულებს – ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს, რომლებსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდათ წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
ამასთან, ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ძებნილ მეგის ქარდავას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.