ლევან კვარაცხელიას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ლევან კვარაცხელიას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არც ბრალდების და არც დაცვის მხარე არ ეთანხმება. მხარეები გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტაციაში გეგმავენ.
როგორც ლევან კვარაცხელიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, კვარაცხელია სოციალურად დაუცველია და ის გირაოდ განსაზღვრული თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ბრალდების მხარე კი სასამართლოსგან განაჩენის გამოქვეყნებას ელოდება. პროკურორებისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაითვალისწინა მოსამართლემ მტკიცებულებები.