ადვოკატები მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

   ადვოკატები მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე დაცვის მხარე საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ „კვირას“ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით.
ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით. საზოგადოებას შევახსენებთ, თუ რა ბრალდებებები ჰქონდა წარდგენილი ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რაზედაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები