უკრაინაში უკანონო სამხედრო ფორმირებების ორგანიზების ბრალდებით ქართველი დააკავეს

უკრაინულ მედიაში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც რუსული პრესა წერს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გასულ კვირას საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც „АТО“-ს ზონაში დანაშაულის ჩადენის მიზნით უკანონო სამხედრო ფორმირებების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის ელენა გიტლიანსკაიას განცხადებით, სასამართლომ დაკავებულის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურმა მანამდე სომხეთის მოქალაქე დააკავა, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები