ცხინვალი: რუსეთთან ინტეგრაციის შეთანხმების აფხაზური ვარიანტი ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში აფხაზეთისა და რუსეთს შორის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტით გამოწვეულ დისკუსიებს აკვირდებიან. დე ფაქტო „რესპუბლიკის“ პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ შეთანხმების აფხაზური ვარიანტი მათთვის შესაფერისი არ არის. ცხინვალში მოსკოვთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების მომხრეები არიან, – წერს „რადიო თავისუფლება“.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერა აუცილებელია. „ვფიქრობ, რომ როგორც სამხრეთ ოსეთში, ისევე აფხაზეთში ხვდებიან, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რუსეთის ფედერაციაა. დოკუმენტის ის ვარიანტი, რომელსაც აფხაზეთთან უნდა მოაწერონ ხელი სამხრეთ ოსეთს არ შეეფერება, რადგან სრულად არ შეესაბამება სამხრეთ ოსეთის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. ჩვენი რესპუბლიკა რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები