ქართულმა მხარემ ახალაიას ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

დათა ახალაიას ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. როგორც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, საბერძნეთის სასამართლო არა კონკრეტული პირის ბრალეულობას, არამედ პიროვნების გადაცემის მიზანშეწონილობას განიხილავს.
“თითქოს დათა ახალაია გამართლებული იქნა ჩადენილ დანაშაულებში საბერძნეთის სასამართლოს მიერ, ეს არის მცდარი ინფორმაცია და მცდარი მოსაზრება. საზოგადოებას მსურს ვაუწყო, რომ საბერძნეთის სასამართლო კონკრეტული პირის დანაშაულში ბრალეულობის საკითხს არ იხილავს. ის იხილავს მხარისთვის პიროვნების გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხს. ის ფაქტი, რომ დათა ახალაიას ექსტრადირებაზე საქართველოს უარი ეთქვა, უკვე გასაჩივრებულია საბერძნეთის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ველოდებით საბოლოო შედეგს მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები