სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საჯარო პირი პასუხისგებაში მისცეს
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მოქალაქეები ა. მ., მ. ნ. და ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, შ. დ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა. მ. და მ. ნ., შ. დ. დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის (ივერთუბანი) ტერიტორიაზე მდებარე 11.05 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო ღირებულება1 020 850 ლარს შეადგენს. მათივე განმარტებით, ჩადენილი დანაშაულისთვის ა. მ.-ს და მ. ნ.-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, ხოლო შ. დ.-ს მიმართ- სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lDiDWJhB4LY” width=”560″ height=”315″]