გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმეებს დაკითხავს.
გამოძიება გიგი უგულავას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.
გამოძიების ცნობით, საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის თანხის – 48 მილიონამდე ლარის წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობისთვის” გამოყენებას. პროცესი საასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.