ვანო მერაბიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 11:00 საათზე უნდა გამოაცხადოს.
ადვოკატები ითხოვდნენ, სასამართლოს მტკიცებულებად ევროსაბჭოს რეზოლუცია მიეღო, სადაც მითითებულია, რომ ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთია იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა მიმართაც ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება დასაქმების სახელმწიფო პროგრამას და ასევე კვარიათის აგარაკის ეპიზოდს. კახეთის ყოფილი რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელ პროცესზე მათ გაამართლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები