ჭეიშვილი – დაკავებულზე, რომელიც აქციაზე იარაღით გადაადგილდებოდა: გვახსენდება გაჟღერებული მიზნები, რომლებიც გულისხმობს, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით, ზოგზოგიერთებმა, ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში
“გვახსენდება ის გაჟღერებული გეგმები თუ მიზნები, რომლებიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით, ზოგიერთებმა, როგორმე ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში”, – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
ის საპროტესტო აქციის დროს მამაკაცის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
„ეს ფაქტი შეგვიძლია, განზოგადებულადაც განვიხილოთ. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა გვახსენდება ის, ზოგჯერ წამოცდენები, ზოგჯერ ფაქტობრივად პირდაპირი ტექსტებით გაჟღერებული გეგმები თუ მიზნები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის გზით წყლის ამღვრევის გზით ზოგიერთებმა როგორმე ჩაიგდონ მართვის სადავეები ხელში“, – განაცხადა ჭეიშვილმა.