დათო კოდუა: ანაკლიაში 400 წართმეული მიწის ნაკვეთი დავუბრუნეთ სამართლიან მესაკუთრეებს
„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ, გადაცემა „იმედი LIVE”-ში სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ანაკლიაში მოქალაქეებისთვის წართმეულ მიწის ნაკვეთებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მისი წინამორბედების დროს ჩამორთმეული 400 მიწის ნაკვეთი დაუბრუნა სამართლიან მესაკუთრეებს.
„ანაკლიაში 400 მიწის ნაკვეთი დავაბრუნეთ სამართლიან მესაკუთრეებზე, რომლებიც მართლა იმსახურებდნენ დაბრუნებას. ჩაიყვანეს ბულდოზერები, აამუშავეს ღამის ნოტარიუსები, წაართვეს, მოუნგრიეს ღობეები მესაკუთრეებს – ასე რომ ყველა ქონება, რაც კი წაართვეს ახალაიების კლანმა და მათმა გუნდმა მოქალაქეებს, ჩვენ დავუბრუნეთ ზუგდიდის მოსახლეობას” – აღნიშნა დათო კოდუამ გადაცემა „იმედი LIVE”-ში სტუმრობისას.