პაპუაშვილი – გახარიაზე: ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით; ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს
“დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის გახარიას სამართლებრივი სტატუსი, რომელიც გაექცა თავის პარტიას, თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის და რატომ გარბის, ვერავისთვის ვერ აუხსნია”.
” გერმანიაშიც თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და იქ თუ აპირებს მონაწილეობას არ ვიცი.
რაც შეეხება განცხადებებს მანდატებთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია. საქართველოს პარლამენტი არ არის აწყობილი იმაზე რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიქცევა. წინა მოწვევის პარლამენტშიც ვხედავდით, რომ ოპოზიცია ერთი წელი შეეცადა რომ ეჯანჯღარებინა ქვეყანა, არაფერი გამოუვიდა. ბოლოს შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ყოფნა-არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თუ მოდიოდნენ, მოდიოდნენ პლენარულ სხდომაზე თვეში ერთხელ აყალმაყალის მოსაწყობად, სხვა სარგებელი საქართველოს პარლამენტს და ქართველ ხალხს მათი პარლამენტში ყოფნისგან არ მიუღიათ.
დღეს ყველა პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხმდება, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი. ადამიანი გაიქცა, უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და იქიდან საუბრობს რაღაცებს. საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთი ძარღვი არ შესტოკებია. ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.