პრემიერის სახლთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი რამდნიმე წუთში დაიწყება. სასამართლოსთან შეკრებილები არიან დაკავებულის ახლობლები და მხარდამჭერები. სასამართლოში ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია სულ სხვა სტატუსით წარდგება – საჯაიას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მოსეშვილის ქუჩაზე დაკავებული შვიდი პირიდან ერთის მუხლი გადაკვალიფიცირდა. ლევან კვარაცხელიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მისი საქმე ცალკე განიხილება.