ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

დასაქმების სახელმწიფო პროგრამის საქმესთან და ასევე კვარიათის აგარაკის ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარდგებიან ბრალდებისა და დაცვის მხარეები.
ბრალდებული ვანო მერაბიშვილი პროცესს არ დაესწრება. სხდომაზე მისვლას არ აპირებენ არც ადვოკატები. ამ საქმეზე ყოფილ პრემიერს პატიმრობა, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული. ზურა ჭიაბერაშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრალდებულები რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდებიან.
„პროკურატურამ ვერანაირად ვერ დაასაბუთა კიდევ ერთხელ ბრალდება. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ახლა უკვე იქნება დასკვნითი სიტყვები, რის შემდეგაც სასამართლო უნდა გავიდეს განაჩენის გამოსატანად. იმის გათვალისწინებით, თუ რა წნეხში მოაქცია სასამართლო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლო, ხელისუფლებამ, ბუნებრივია, ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები