ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხვა მიმდინარეობს
ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქის პროკურატურაში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქის პროკურატურაში ბიძინა მურადაშვილის შვილები და მეუღლე იმყოფებიან. საგამოძიებო უწყებაში არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ინციდენტის ადგილას მყოფი სხვა პირებიც.