ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომელი, გ. ფ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქისგან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და უკანონოდ მოპოვებული ხის მორების ტრანსპორტირების დროს სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ასევე უკანონო საქმიანობაში სხვა სახის ხელშეწყობის აღმოჩენის პირობით, ქრთამის სახით 600 ლარი აიღო. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.